კვების შეერთება
საწყისი სქემა ინსტალატორისთვის. საბოლოო ვერსიაში აქ უნდა დაემატოს რეალური ტერმინალის ფოტო და ზუსტი მარკირება დაფიდან.
220V AC უსაფრთხოება
გეითვეის კვების შეერთება გააკეთეთ მხოლოდ გამორთულ ხაზზე. გამოიყენეთ ავტომატი/დამცავი და იზოლირებული სადენები. თუ ობიექტზე დამიწება ხელმისაწვდომია, PE უნდა იყოს მიყვანილი მეტალის კარადამდე/დამცავ კონტურამდე ადგილობრივი წესების მიხედვით.
სქემატური ნახაზი
ეს არის ინსტალატორისთვის გასაგები ზოგადი სქემა. რეალური ტერმინალის სახელები უნდა გადამოწმდეს გეითვეის დაფაზე/კორპუსზე.
შემოწმება ჩართვამდე
- L და N არ უნდა იყოს არეული.
- სადენები მყარად უნდა იყოს დამაგრებული ტერმინალში.
- ანტენები დაყენებული უნდა იყოს კვების ჩართვამდე.
- SIM ბარათი უნდა იყოს ჩასმული და აქტიური.
- ჩართვის შემდეგ DMT-ში შეამოწმეთ გეითვეის სტატუსი და 4G სიგნალი.